GE

არისტოტელეს სათნოების თეორია

27 აპრილი 2021

„ყოველი სახელმწიფო არის ადამიანთშორისი ურთიერთობების თავისებური ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სათნოებას. „ ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება – ზოგადი ეთიკური პრინციპები და კონკრეტულ ქმედებათა მორალური მოტივები – რელიგიურ რწმენას ან ფილოსოფიურ მფსოფლმხედველობას ეფუძნება. ამასთან, ნებისმიერი რწმენის შინაარსი შეიძლება ფილოსოფიური ტერმინებით იქნას გადმოცემული, ანუ ყოველ რწმენას სხვადასხვა რელიგიებისა თუ საგნებისას თავისი ფილოსოფია შეესაბამება. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ, საზოგადოდ, ნებისმიერი ზნეობრივი კრედოს უკან გარკვეული ფილოსოფიური მსოფლმხედველობა დგას. ჩემი განხილვის საგანია არისტოტელეს ზნეობრივი ფილოსოფია – სათნოება, როგორც ადამიანისა და სახელმწიფოს სამყაროს სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. არისტოტელეს ზნეობრივი ფილოსოფია ეფუძნება არა ადამიანის კონკრეტულ ქცევებს, არამედ უფრო ფართოდ აფასებს მას. მისთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს ფუნქციის არსებობა, ანუ ყველა ობიექტის უნარს სიკეთის მიღწევისათვის. უფრო კონკრეტულად კი, არისტოტელესთვის უმნიშვნელობვანესია პოტენციალის არსებობა. არისტოტელეს მსჯელობით ირკვევა რომ ის ობიექტს კარგად მხოლოდ მაშინ აღიქვამს როცა ეს ობიექტითავის დანიშნულებას ასრულებს სრულყოფილად. ეს პრინციპი ვრცელდება ადამიანებზეც - ჩვენ უნდა გავიზარდოთ, ვიყოთ ჯანმრთელები და ნაყოფიერები. თუმცა ამის გარდა, ადამიანის უნიკალური განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა, რომ ის რაციონალური და სოციალური ცხოველია. შესაბამისად ჩვენ ფუქნციაში ზემოხსენებულთან ერთად ისიც შედის, რომ ვმართოთ ემოციები. სათნოება ვლინდება ვნებასა და მოქმედებაში, სადაც სიჭარბე შეცდომაა, ნაკლებობას კი გაკიცხვა მოჰყვება და მხოლოდ შუალედია სწორი და მოსაწონი. არისტოტელე თავის ეთიკას სათნოების ცნებაზე აფუძნებს, თუმცა მასთან სათნოებების არსში გასარკვევად არამიწიერ იდეებს კი არ უნდა მივმართოთ, არამედ საყოველთაოდ ცნობილ არისტოტელესეულ „შუალედის მეთოდს“. სათნოება დამახასიათებელია ადამიანისთვის იმდენად, რამდენადაც ის არის ერთადერთი გონიერი და რაციონალური არსება და ის ფაქტი, რომ ადამიანს სათნოების დახმარებით ოქროს შუალედის დაჭერა შეუძლია არის რაციონალურობის გამოხატულება. არისტოტელე ნიკომაქეს ეთიკაში ამბობს, რომ სამართლიანობა არის ყველაზე სრულყოფილი სათნოება, რადგან სარგებლობა სწორედ ამ სათნოებას ახასიათებს. სამართლიანობაც და სათნოებაც ორივე შუალედია. სამართლიანობა სრულყოფილი სიკეთეა, მაგრამ არა აბსოლუტური მნიშვნელობით - იგივე გვხვდება სათნოებაშიც. .გონების დადგენილება, მიმართული საერთო სიკეთისადმი, გამოცემული მის მიერ, ვინც ზრუნავს საზოგადოებაზე, გამოცხადებული - ადამიანის გონება საერთო სიკეთის მიღწევისკენ არის მიმართული. სამყაროს შემქნელის, ღმერთის ბუნებაა ესეთი, რომ საერთო სიკეთეზეა ორიენტირებული და მის მიერ შექმნილ არსებებსაც სწორედ ამიტომ აქვთ ამისკენ მიდრეკილება. ანუ ერთგვარი დანიშნულებაა, რომელიც ღმერთმა თითოეულ ადამიანს ჩაუნერგა. არისტოტელეს სჯეროდა ისეთი ადამიანების არსებობის, რომელთაც ყველაფერში შეუძლიათ ოქროს შუალედის დაჭერა. მაგალითად, ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა თქვას, შეუძლია განმუხტოს დაძაბული სიტუაცია, აქვს უნარი რომ არასასიამოვნო ინფორმაცია მოხდენილად მოგაწოდოს, თავდაჯერებულია, მაგრამ არა ქედმაღალი, მამაცი მაგრამ არა დაუდევარი, გულუხვი, მუდმივად ივითარებს თავის შესაძლებლობებს იფართოებს ინტერესებს. ერთი შეხედვით არარეალურად ჟღერს ასეთი ადამიანის არსებობა სამყაროში, თუმცა არისტოტელე ღრმად იყო დარწმუნებული რომ არსებობენ ისინი. ესენი არიან სათნო ადამიანები. სათნოების თეორია უფრო მეტად ადამიანის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. არისტოტელე ამტკიცებდა, რომ თუკი ჩვენ შევძლებთ, რომ ვფოკუსირდეთ კარგ ადამიანობაზე, სწორი ქცევები ამას თავისთავადვე მოყვება. გახდი კარგი ადამიანი და შენ გააკეთებ კარგ რაღაცებს, არანაირი სახელმძღვანელო და წესები არაა საჭირო. პლატონისგან განსხვავებით არიტოტელე აღნიშნულ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ მატერიაში განხორციელებად მოვლენად მიიჩნევდა იგი თვლიდა რომ სათნოება არის უნარი იმისა, რომ ვიცოდეთ როგორ ვიცხოვროთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებით ისწავლება და არა წიგნებიდან. ეს არის ისეთი ტიპის ცოდნა, რომელსაც არისტოტელე პრაქტიკულ სიბრძნეს უწოდებდა. სხვანაირად მას ადამიანობის უმაღლეს მწვერვალსაც ეძახიან, იგივე ევდემონიზმი. არისტოტელესთვის სათნოება ნიშნავს სწორ დროს სწორად მოქცევას საჭირო დოზით და შესაბამისი ადამიანების მიმართ. თუ ხარ სათნო, ე.ი. ყოველთვის იცი რაც უნდა გააკეთო, როგორ გაუმკლავდე შენ თავს და სხვებსაც. ყოველთვის იცი რა არის სწორი და არასწორი, ყველაფერს სწორად განსჯი და შეგიძლია ბალანსის დაცვა. არისტოტელეს მიხედვით ადამიანის არსებობას განსაზღვრის მის იერ გაკეთებული ქმედებები, ანუ ქცევები განსაზღვრავს მის პიროვნებას. მისი მორალური მოძღვრება ეფუძნება იმას, თუ როგორ უნდა გავხდეთ კარგი ადამიანები. არისტოტელეს სათნოების ეთიკა კონცენტრირებულია პიროვნებასა და მის ღირებულებებზე, ნაცვლად იმისა რომ გვითხრას/მიგვითითოს რა უნდა გავაკეთოთ. ამ სათნოების ეთიკის მიზანი არის, რომ მიღწეულ იქნას ბედნიერება ან ევდემონიზმი, რომელიც არის გონებრივი კეთილდღეობა, როგორც ინდივიდისთვის ისე საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ეს არის საერთო სიკეთე.