GE

არქიტექტურის კონკურსი VITRUVIUS Tertius - 2020

12 აპრილი 2018

 

თავისუფალი უნივერსიტეტი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს კონკურსს "VITRUVIUS Tertius".

 

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში.

 

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • რამდენად უპასუხებს მათი ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას;

  • მათი ინტერპრეტაციის უნარი და ინოვატორულობა;

  • საკუთარი ნამუშევარის/ჩანაფიქრის (დიაგრამით) გრაფიკულად და ტექსტურად გადმოცემის უნარი  

     

*აბიტურიენტები დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის დაწყების წინ.

 

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

  • I ადგილი - 2 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

  • II ადგილი - 1 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

  • III ადგილი - 1 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

*წლევანდელ კონკურსში მოგებული ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 2020 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე  სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

 

დარეგისტრირდით აქ

 

რეგისტრაცია დასრულდება 24 მარტს.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თეკო ძიძიგური

 

ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge