GE

არქიტექტურის კონკურსი - Vitruvius

12 აპრილი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს კონკურსს.

პირობები კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • რამდენად უპასუხებს მათი ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას
  • მათი ინტერპრეტაციის უნარი და ინოვატორულობა

კონკურსი ჩატარდება შაბათს, 28 აპრილს, 14:00 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სახელოსნოში.

კონკურსის ხანგრძლივობა 2 საათი.

გამოვლინდება სამი გამარჯვებული აბიტურიენტი:

  • I ადგილი - 2 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • II ადგილი - 1 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • III ადგილი - 1 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

ვაუჩერების გამოყენება შეუძლიათ 2018-19 სასწავლო წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს.

 

ყველა აბიტურიენტს გადაეცემა ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატი.

დარეგისტრირდით აქ 26 აპრილის ჩათვლით.

კონკურსს ატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS.