Art Weekend 2016
14 ივნისი 2016
მართვის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა ფესტივალი Art Weekend.
Art Weekend 2016 მიხეილ მირაშვილმა გახსნა ლექციით - 'Ars Moriendi: სიკვდილის ხელოვნებაზე.
მომდევნო დღეს მძიმე კაცს სტუდენტებმა მძიმე შეკითხვები დაუსვეს და დათო კოვზირიძემაც ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
შემდეგ გიორგი ჯანელიძის ჯერი დადგა და წაიკიტხა ლექცია - “რელიგიური ცენზურა იუმორში.” დღე თორნიკე ქოროღლიშვილიმა დახურა ლექციით - “ღმერთების იარაღები ანტიკურობასა და თანამედროვეობაში.”
დასკვნითი დღე განსხვავებული გმოდგა. ჯერ იყო ზაალ ჩხეიძის “მორალი და ბოროტების აპოლოგია ლიტერატურაში,” შემდეგ ლევან ბერძენიშვილის “ანტიკურობა კომიქსებსა და კინოში.”
ღონისძიება დასრულდა ცოცხალი მუსიკით, კამპუსის ეზოში ჯგუფი წერილი უკრავდა.
Art Weekend 2017 წელს დაგვიბრუნდება.