GE

Art Weekend 2023

16 ივნისი 2023

კახა ბენდუქიძის კამპუსმა ტრადიციულად უმასპინძლა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტს - Art Weekend, რომლის წლევანდელი თემატიკა ხელოვნური ინტელექტი (AI) იყო.

პროექტის ფარგლებში 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სპიკერი საუბრობდა ხელოვნურ ინტელექტზე სხვადასხვა კონტექსტში:

• შოთა ღვინეფაძე - AI
• ბესო კაჭარავა - AI x მუსიკა
• Black Mirror-ის ეპიზოდის 'Be Right Back' ჩვენება და განხილვა გუგა ბურდულთან ერთად
• ლევან კაკლიანი - AI x მუსიკა
• ლიკა სვანაძე - ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის სინერგია: AI, როგორც მუზა
• მინდია არაბული - AI, როგორც კულტურული მედიუმი და მითოლოგიური იდეა
• ქრისტოფერ მანინგი - AI x მუსიკა

Art Weekend-ის პირველ დღეს იუმორისტული თოქ-შოუს „კაცების“ წევრების დავით ლაბაძესა და გიორგი ჯანელიძესთან შეხვედრა და დისკუსია ჩატარდა. ბოლო დღეს კი ცოცხალი მუსიკა იყო - [„DJIMBA“].

Art Weekend ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტის სპონსორები იყვნენ: TBC - თიბისი, Coca-Cola, ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy, Scoot Scoot, სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing, აქტი, 4P house, Drip, The Body Shop, ნატახტარი - Natakhtari, თოლია

Art Weekend 2023