GE

Art Weekend

02 მაისი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის, Art Weekend-ის ფარგლებში, მაისის ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩატარდება ლექციები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, რომლებსაც ძალიან საინტერესო, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები წაიკითხავენ.

პირველი ვიქენდი, 3 და 4 მაისს, ამერიკის ორივე კონტინენტს ეძღვნება. ლექციების თემატიკა მეტ–ნაკლებად მოიცავს მნიშვნელოვან კულტურულ თემებს.

ლექციებს, რომლებიც კამპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, წაიკითხავენ:

შაბათი (03.05.14):
ანა კორძაია-სამადაშვილი- „სექსუალური რევოლუცია ამერიკაში". 12:00-13:00
ზაალ ჩხეიძე - „ამერიკელი ქალები მწერლობაში". 13:30-14:30

კვირა (04.05.14):
ზაზა შათირიშვილი - „სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა ბორხესიდან მარკესამდე" 14:00-15:00
გიორგი კეკელიძე - „ჯაზი და ლიტერატურა - წელიწადის ოთხი დრო". 15:30-16:30

დასწრება თავისუფალია.