GE

ახალგაზრდული მინისტერიალი გაიხსნა

16 მაისი 2015

დღეს, 16 მაისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიხსნა თავისუფალი უნივერსიტეტის ახალგაზრდული მინისტერიალი.

მინისტერიალი თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტია, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას სამი დღის განმავლობაში იმუშაონ მათთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა ქვეყნის სახელით.

გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და კომიტეტის ხელძღვანელებმა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ მონაწილეებმა კომიტეტებში დაიწყეს მუშაობა.