GE

ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი"

23 დეკემბერი 2021

16 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი".

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და „მომავალ დიპლომატთა კლუბი“.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი", ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

Axalgazrduli Samecniero Konferencia Dasavleti Dasavletia, Armosavleti Ki Armosavleti