GE

ახალი აბრეშუმის გზა - ახალი რეალობა

19 ოქტომბერი 2014

22 ოქტომბერს 16:00 საათზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის თანაორგანიზებით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი არჩილ კალანდია წაიკითხავს საჯარო ლექციას "ახალი აბრეშუმის გზა - ახალი რეალობა".

სტუმარი ისაუბრებს აბრეშუმის გზის აღდგენაზე თანამედროვე რეალობაში, ჩინეთის ამბიციურ გეგმაზე, რომელმაც შესაძლოა ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების სრული ეკონომიკური ტრანსფორმაცია გამოიწვიოს და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობაზე.

არჩილი კალანდია არის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური ენის მიმართულების კურსდამთავრებული, იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში.

ლექცია ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში.