GE

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი

26 დეკემბერი 2018

ცენტრის მიზანია განახორციელოს  მულტიდისციპლინური სამეცნიერო  და კულტურული კვლევები როგორც შორეული, ისე ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით,  ითანამშრომლოს ახლო და შორეული აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის,  ევროპის,  აშშ-ის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, თავისუფალი უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის  პროგრამებთან.  

ჩართოს ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში თავისუფალი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

მოაწყოს სამეცნიერო სამეცნიერო კონფერენციები, ექსპედიციები. 

მოახდინოს კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს შეთავაზოს სხვადასხვა ტიპის და თემატიკის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები და აღმოსავლური ენების (არაბული, სპარსული, თურქული, იაპონური, კორეული) შემსწავლელი კურსები. 

ჩაატაროს საქართველოსა და აღმოსავლეთის (ახლო და შორეული)  ქვეყნებში კულტურული დღეები.

განახორციელოს ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობით დაინტერესებული პირებისათვის კვალიფიციური კონსალტინგი.