GE

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მკკვლევარები პოლონეთში

14 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტმა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის არაბული ენის ლექტორმა გიორგი ნარიმანიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის არაბული მიმართულების მესამე კურსის სტუდეტებმა თათია მაისურაძემ, სალომე გავაშელიშვილმა და მარიამ აბესაძემ, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა და ამჟამად ვილნიუსის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის მაგისტრანტმა საბა ტაველიშვილმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში ქალაქ ლოძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „არაბული დღეები XIII: საიქს-პიკოს მემკვიდრეობა (1916-2016).