GE

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულის წარმატება

04 აგვისტო 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული (2010-2014) ბაჩანა კუპრაშვილი ერასმუსის სტაჟირების პროგრამის სრული დაფინანსებით გაივლის 2 თვიან სტაჟირებას (აგვისტო-სექტემბერი) საქართველოს საელჩოში, უნგრეთში. აღსანიშნავია რომ უნივერსიტეტი ამ სტაჟირებაში მიანიჭებს 12 კრედიტს.

ბაჩანა სწავლობს ჩეხეთში ქალაქ ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტში, პოლიტიკის ფაკულტეტზე მაგისტრატურის მეორე კურსზე. პროგრამა ორ წლიანია, ამთავრებს 2016 წელს.

ვუსურვებთ ბაჩანას შემდგომ წარმატებებს!