GE

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტები კაიროს უნივერსიტეტში

31 ოქტომბერი 2016

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის არაბული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტებმა, მარიამ აბესაძემ და მიხეილ მესხმა მოიპოვეს ეგვიპტის სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც სრულად აფინანსებს კაიროს უნივერსიტეტში ენების არაბული ენისა და კულტურის პროგრამას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.