აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტების მორიგი წარმატება
18 აპრილი 2015
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი არზიანი და მესამე კურსის სტუდენტი რევაზ თოფურია 10-17 აპრილს საფრანგეთში საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ.
ტური ამავე სტუდენტების მიერ დაარსებული ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული და ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთში საგანმანათლებლო საქმიანობას ისახავდა მიზნად.
დელეგაციის წევრები პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში და სორბონას უნივერსიტეტში ლექციებსაც დაესწრნენ, სტრასბურგში კი შეხვდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს და მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში ევროსაბჭოსა და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში.