GE

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი პოლონეთში

02 დეკემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ტუმასიანი პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენს.

კონფერენცია ორგანიზებულია ევროპაში ყველაზე დიდი დიპლომატიური გაერთიანების, დიპლომატიის ევროპული აკადემიის მიერ. კონფერენციის ფარგლებში გიორგი ტუმასიანი დიპლომატიის ევროპული აკადემიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, კატერინა პიზარსკას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც ევროკავშირისა და საქართველოს, ასევე პოლონეთთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

გიორგი ტუმასიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აკადემიის საქმიანობაზე დიპლომატებისთვის 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე სწორი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.