ბანაკი - "მომავლის მართვა: სწავლიდან წარმატებამდე"
22 აპრილი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლით დაინტერესებული მოსწავლეების ბანაკი - "მომავლის მართვა: სწავლიდან წარმატებამდე" გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში, მოსწავლეები შეხვდნენ მართვის სკოლის ლექტორებსა და კურსდამთავრებულებს და მიიღეს ინფორმაცია როგორც საბაკალავრო პროგრამასა და სწავლის პროცესზე, ისე სამომავლო დასაქმებასა და პროფესიულ პერსპექტივებზე.
ინტერაქციული შეხვედრების ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო და მნიშნველოვან საკითხებზე ჰქონოდათ დისკუსია და მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან.
ბანაკის ფარგლებში კვებას აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის სტუდენტები უზრუნველყოფდნენ.