GE

ბაზალეთზე ფიზიკის დღეები ჩატარდა

12 მაისი 2015

9-10 მაისს ბაზალეთის სასწავლო ცენტრმა ფიზიკის დღეებს უმასპინძლა.

სემინარებს ფიზიკით დაინტერესებული აბიტურიენტები და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექციები მეცნიერების აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.

სემინარები ჩაატარეს როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის პროფსორებმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა. გაკეთდა რამდენიმე ტელე-ხიდისხვადასხვა ქვეყნიდან.

ფიზიკის დღეების დახურვაზე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს მათი პირველინაბიჯები მეცნიერებაში, ამ გზაზე მათი წარმატება და სამომავლო გეგმები.