GE

ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია-პრეზენტაცია: "საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები"

10 ოქტომბერი 2019

16 ოქტომბერს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: "საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები".

ლექციაზე სპიკერი ისაუბრებს ჩინეთის მსოფლიო როლზე, "სარტყელისა და გზის" ინციატივასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს ურთიერთობებზე. 

ბექა მიქაბერიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში. მას აქვს თიენძინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი.

დასწრება თავისუფალია.