GE

ბიზნეს სამართლი

15 მაისი 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი და უოშბორნის უნივერსიტეტის (კანზასი, აშშ) სამართლის სკოლა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით 13-18 მაისს ბიზნეს სამართლის კვირეულს აწყობს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და ბიზნეს სამართლის ორდღიანი სიმპოზიუმი.

ბიზნეს სამართლის პრობლემური და აქტუალური საკითხების ირგვლივ მოხსენებებით წარდგებიან ამერიკელი და ქართველი პროფესიონალები, უოშბორნის უნივერსიტეტიდან (აშშ), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან და სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან.

კვირეულის სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული (სიმპოზიუმის მიმდინარეობისას მონაწილეთათავის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი, ხოლო საჯარო ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე)

კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი ვებგვერდზე 14 მაისის ჩათვლით: http://nccl.ge/ge/8

კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბროშურა.