GE

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლებს

16 სექტემბერი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი 29 სექტემბერს სტუდენტურ კონფერენციას გამართავს.

რომელზეც მოხსენებით გამოვლენ თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც წარადგენენ მოხსენებებს სახელშეკრულებო, სამეწარმეო სამართლისა და საარბიტრაჟო შეთანხმებების აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენციის მოდერატორები იქნებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კობახიძე.

სტუდენტური კონფერენცია იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.nccl.ge/