GE

ბიზნეს სამართლის მესამე იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი კამპუსში

22 დეკემბერი 2014

20-21 დეკემბერს რიგით მესამე ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას 17 გუნდი იღებდა, რომელთაგან მხოლოდ 8 გუნდი გადავიდა შესარჩევ ეტაპზე. შეჯიბრში მონაწილეობდნენ გუნდები თავისუფალი, თბილისის სახელმწიფო, კავკასიის და საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ფინალურ ეტაპზე კი თბილისის სახელმწიფო და თავისუფალი უნივერსიტეტების წარმომადგენლები გადავიდნენ.

2014 წლის შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი "ბერნული" გახდა, რომელთან საჩუქრად 1000 ლარიანი წიგნების ვაუჩერი და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის ვაუჩერი გადაეცათ. მეორე ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ანანო ხურციძე და გვანცა კვარაცხელია გავიდნენ; მესამე და მეოთხე ადგილები კი თსუ-ს გუნდმა "მენდასიუმ"-მა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა "ევოლუციონისტებმა" გაინაწილეს. მათთაც საჩუქრად წიგნების ვაუჩერები გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ნათია ხანთაძემ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ დააჯილდოეს.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ პეტროკას ენერჯი გრუპი და იურიდიული კომპანია "ელ ფი ეი".

ღონისძიების ფინანსურ მხარდამჭერას უკვე მესამე წელია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი უზრუნველყოფს.