GE

ბიზნეს სამართლის პრეზენტაცია

15 მაისი 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა 13 მაისს ბიზნეს სამართლის ელექტრონული რესურსების პრეზენტაცია ჩაატარა.

ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით, საერთაშორისო კერძო სამართლის ქართულენოვანი ელექტრონული ბაზაზე მუშაობა 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ამ მიზნით შეირჩნენ მოხალისე სტაჟიორები, რომლებმაც ზედამხედველ იურისტებთან ერთად იმუშავეს საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დოკუმენტების გაქართულებაზე ან უკვე არსებული ქართულენოვანი თარგმანების დახვეწაზე. მათგან საუკეთესოები, თამარ მამფორია და ქეთევან ხარებავა ბიზნეს სამართის ზაფხულის სკოლაში უფასოდ მონაწილეობის უფლებით დასაჩუქრდნენ.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.