ბიზნეს სკოლის 4 სტუდენტი სწავლას მადრიდში გააგრძელებს
04 ივნისი 2015
4 ივნისს კამპუსს IE ბიზნეს სკოლის (Instituto de Empresa, მადრიდი, ესპანეთი) წარმომადგენლები სტურობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს IE ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის.
IE ბიზნეს სკოლა ევროპაში Forbse-ის რეიტინგით მესამე, ხოლო Financial Times-ის რეიტნგის მიხედვით პირველ ადგილზეა.
მემორანდუმის მიხედვით თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მადრიდში, IE ბიზნეს სკოლის სხვადასხვა პროგრამაზე.
სამი სტუდენტი მიიღებს 25 % სასწავლო გრანტს, ერთ სტუდენტს კი სრულად დაუფინანსდება სწავლა.
IE ბიზნეს სკოლის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა პროფესორი ფერნანდო კორტინასის მასტერ კლასიც: Global Competition - The Multipolar Scenario of Business Growth.