ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი
25 თებერვალი 2013
თუ გსურს, მოიპოვო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, უნდა დააგროვო სულ ცოტა 240 ECTS კრედიტი.
კურიკულუმი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან-მოდულისგან:
| მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
| საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების საგნები | 53 |
| ბიზნესის საბაზო განათლება | 38 |
| ბიზნესის ძირითადი განათლება | 98 |
| სპეციალობის არჩევითი საგნები | 35 |
| არჩევითი საგნები | 16 |
თუ გსურს, დაეუფლო დამატებით სპეციალობას (მაინორს), მაშინ თავისუფალი არჩევითი საგნების ნაცვლად, აირჩიე დამატებითი სპეციალობა (მაინორი) და გაიარე შესაბამისი საგნები (36 -45 ECTS კრედიტი).
- კურიკულუმი
- სემესტრული გეგმა
- საგნების აღწერები