ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-12 ეროვნულ კონფერენცია
20 ნოემბერი 2022
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გიწვევთ ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-12 ეროვნულ კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართება 2022 წლის 17 და 18 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს. თითოეულ დღეს ჩატარდება 4 სესია, ერთი სესიის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.
კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:
- რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ და ირანის მიმართ დაწესებული სანქციების (აშშ, ევროკავშირი და ინგლისი) სამართლებრივი შედეგები საქართველოში ბიზნეს ტრანზაქციებზე - დავით კაპანაძე, იურიდიული ფირმა LLP-ის პარტნიორი, ანა კოსტავა, საქართველოს ბანკის მთავარი იურისტი;
- შრომითდავებშიმედიაციისუპირატესობა, რისკებიდაპრაქტიკაშიარსებულიპრობლემები (2 სესია) - სოფიო ჩაჩავა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით;
- შრომის სამართლის აქტუალური სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა (2 სესია) - ქეთევან მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
- შპს-ის ქონებრივი სტრუქტურა, წილები, შენატანები, კაპიტალი - გიორგი ჯუღელი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- კორპორაციული ფორმალობების დაცვის პრაქტიკული მნიშვნელობა და მათი გავლენა გარიგებების ნამდვილობაზე - ლაშა ცერცვაძე, იურიდიული კომპანია FLS-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ჯანაშია - იურიდიული კომპანია FLS-ის პარტნიორი;
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით - ქეთევან მესხიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის იურისტი,თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 220 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 200 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში - 180 ლარი.
მონაწილეობის წინაპირობები:
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლისა და კონფერენციის საფასურის გადახდის შემდეგ. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 დეკემბრის 18:00 საათი. მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge. თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი.
რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს: i.gvaramadze@freeuni.edu.ge