GE

ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-9 ეროვნული კონფერენცია

15 ნოემბერი 2019

 

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

 

 

გიწვევთ

ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-9 ეროვნულ კონფერენციაზე

 

 

კონფერენცია გაიმართება 2019  წლის 7-8 დეკემბერს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს.

კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

 თემა:

დისკრიმინაცია საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით

მომხსენებელი:

ქეთევან მესხიშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი

 

თემა:

სამართლებრივი რისკების შეფასების პრაქტიკული ასპექტები

მომხსენებლები:

ლაშა გოგიბერიძე, BGI Legal-ის დამფუძნებელი პარტნიორი, LL.M. (Illinois)

უნანა გოგოხია, BGI Legal-ის პარტნიორი, LL.M. (Warwick)

 

თემა:

ადვოკატებისთვის ნომინალური ანგარიშების გახსნის უფლების მიცემა - ახალი შესაძლებლობები თუ ჰონორარის რეგულირების გამკაცრება?

მომხსენებელი:

ირაკლი კორძახია, სპს „კორძახია, ჟღენტის“ პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი

 

თემა:

საერთაშორისო კერძო სამართალი, როგორც საწარმოში არსებული საკორპორაციო-     სამართლებრივი „ჩიხიდან“ („deadlock“) გამოსავლის პოვნის საშუალება!?

მომხსენებლები:

გიორგი სვანაძე, სამართლის დოქტორი, ადვოკატი, თბილისის თავისუფალი                                     უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, LL.M., MLB. (Bucerius/WHU), EY ასოცირებული პარტნიორი, იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი

ლაშა ცერცვაძე, სამართლის დოქტორი, ადვოკატი, თბილისის  თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, LL.M., MLB. (Bucerius/WHU, Hamburg/Valender), FLS დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

 

თემა:

შრომის სამართლის პრაქტიკული გამოწვევები; მედიაციის უპირატესობა შრომით დავებში

მომხსენებელი:

სოფო ჩაჩავა, სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი კერძო სამართლის  მიმართულებით, ევროპული სამართლის მაგისტრი

 

თემა:

საბანკო კრედიტის და სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მიუღებელი შემოსავლის და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნების კონკურენცია

მომხსენებელი:

ლაშა ცერცვაძე, სამართლის დოქტორი, ადვოკატი, თბილისის  თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, LL.M., MLB. (Bucerius/WHU, Hamburg/Valender), FLS დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ლევან ჯანაშია, FLS დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი,  ადვოკატი

 

თემა:

საკანონმდებლო ცვლილებების აქტუალურობა კონკურენციის სამართალში

მომხსენებელი:

მარი ნიქაბაძე, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მთავარი იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი, ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, LL.M.

 

თემა:

საგადასახადო დავების და მისგან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისას წარმოშობილი პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები

მომხსენებლები:

გელა მღებრიშვილი, Nexia TA მმართველი პარტნიორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი

 გიორგი ზედგინიძე, ადვოკატი, McGill Legal-ის საგადასახადო სამართლის კონსულტანტი

 

 

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 180 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 150 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში 130 ლარი.

მონაწილეობის წინაპირობები:

კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლისა და კონფერენციის საფასურის გადახდის შემდეგ. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ნოემბერი.  მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge. თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კონფერენციაზე დასწრება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს, 577283481; ელ-ფოსტა: i.gvaramadze@freeuni.edu.ge