GE

ბიზნესის სამართლის კლინიკების საქმეების მოკლე აღწერა

08 ივლისი 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია

კლინიკას მომართა არასამთავრობო ორგანიზაციამ იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. კლიენტის თხოვნის შესაბამისად მას წარედგინა წერილობითი კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
• შევუდგინეთ წესდება, კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
• მომოსახურების და შრომითი ხელშეკრულება
• არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა ვალდებულებების განსაზღვრა (მაგალითად: საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლის სახეები და ა.შ,)

სამეწარმეო სამიანობის წამოწყება

კლინიკას მომართა რამოდენიმე კლიენტმა რომლებსაც სურდათ გარკვეული სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება და სურდათ იურიდიული კონსულრაციის მიღება აღნიშბულ საკითხთან დაკავშირებით.
კლიენტებმა მიიღეს შემდეგი წერილობითი კონსულრაცია:
• შერჩეული იქნა კლიენტების სამეწარმეო საქმიანობისათვის ყველაზე ხელსაყრელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
• კვლევა შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების დაფუძნების, უფლებების და ვალდებულებების შესახებ (საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით)
• კვლევა კლიენტის საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) მოპოვებასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპზე

საბროკერო ფირმა

კლინტს სურდა საბროკერო საქმიანობისთვის საჭირო ტიპური ხელშეკრულებების შედგენა.
სტუდნეტებმა შეუდგინეს 2 სახის ხელშკერულება
• კლიენტსა და საბროკერო კომპანიას შორის დასადები ხელშეკრულება
• საბროკერო კომპანიას და საბროკერო კომპანიას შორის დასადები ხელშეკრულება

უსაფუძვლო გამდიდრება

კლიეტის ფირმამ შემთხვევით გადარიცხა თანხა პარტნიორი კომპანიის ანგარიშზე. პარტნიორ კომპანიას ჰქონდა ბანკის ვალი, რომელსაც ვერ იხდიდა. თანხის ჩარიცხვისთანავე ბანკმა ჩამოაჭრა მას ჩარიცხული თანხა.
კლიენტს აინტერესებდა თუ როგორ შეეძლო თანხის დაბრუნება.

კლინიკამ გაწია წერილობითი კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:

• კლიენტის უფლებების და ვალდებულებების ანალიზი (რა გზები არსებობდა თანხის დასაბრუნებლად)
• პარტნიორი ორგანიზაციისათვის და ბანკისათვის გასაგზავნი წერილის ტექსტის შედგენა
• პარტნიორი ორგანიზაციის წინააღმდეგ შესატანი სარჩელის მომზადება

ზოო მაღაზია

კლიენტს უნდოდა ინფორმაციის მიღება თუ იყო საჭირო რაიმე სახის ლიცენზია ან ნებართვა გარეული და შინაური ცხოველებით ვაჭრობისთვის.
სტუდენტებმა მიაწოდეს კლიენტს წერილობითი კონსულტაცია სადაც დეტალურად გაწერილი იყო თუ რა სახის ნებართევბი და ლიცენზიები არის საჭრიტო აღნიშნული ცხოველებით ვაჭრობისათვის

შრომითი დავა

ჩვენ მოგვმართა ერთერთი საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც დამსაქმებელი (საავადმყოფო) არ უხდიდა კუთვნილ ხელფასს რამოდენიმე თვის განმავლობაში.
კლიენტს აინტერესებდა რა სახის იურიდიული გზები არსებობდა მისი კუთვნილი ხელფასის მისაღებად.
ჩვენ მივაწოდეთ ამს წერილობითი კონსულტაცია:

• ექიმსა და საავადმყოფოს შორის დადებული ხელშეკრუელბის ანალიზი (აღნიშნული ხელშეკრულება კლიენტმა წარმოადგინა კლინიკაში)
• შრომის კოდექსის ანალიზი
• სახელფასო დავალიანების მიღების იურიდიული გზები

გირავნობა

კლიენტმა დააგირავა ძვირადღირებული ვაზა ერთერთ კომერციულ ბანკში და რამოდენიმე თვის განმავლობაში ვერ იხდიდა გირავნობის ხელშეკრუელბით გათვალისწინებულ პროცენტს. ბანკმა წერილობით გააფრთხილა კლეინტი, რომ აპირებდა დაგირევებული ნივთის რეალიზაციას და ამოღებული თანხით დავალიანების დაფარვას.
კლიენტს აინტერესებდა თუ რა სახის უფლებები და ვალდებულებები გააჩნდა მას ღნიშნულ სიტაუციაში.

კლინიკამ კლიენტს მიაწოდა წერილობითი კონსულტაცია შემედეგ საკითხებზე:

• კლიენტასა და ბანკს შორის დადბული გირავნობის ხელშეკრუელბის ანალიზი
• ქართული კანონმდებლობის კვლევა იმის შესახებ თუ რა სახის უფკლებები და ვალდებულებები გააჩნდა კლიენტს

მემკვიდრეობა
კლინტს გარდაეცვალა მამა და აიტერესებდა თუ როგორ მიეღო მამამისის მემკვიდრეობა
კლინტმა მიიღო წერილობითი კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
• კლიენტის მიერ წამოდგენილი დოკუმენტების ანალიზი
• მემკვიდრეობით მისაღები ქონების კლიენტის სახელზე გადასაფორმებლად საჭირო ყველა ეტაპის დეტალური აღწერა

უძრავი ქონაბა

კლიენტმა და სამშენებლო კომპანიამ დადეს ხელშკერულება, რომლის საფუძველზეც სამშენებლო კომპანია ააშენებდა კლიენტის მიწაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და უსასყიდოდ გადასცემდა კლიეტნს საცხოვრებელ ბინას.
სამშენებლო ფირმამ ააშენა საცხოვრებელი სახლი, მაგრამ კლიენტის ბინა მიყიდა სხვა პიროვნებას. კლიენტს აინტერესებდა თუ როგრო შეეძელო საცხოვერბელი ბინის საკუთრებაში მიღება.

კლინიკამ კლიენტს გადასცა წერილიბი კონსულტაცია,რომელიც მოიცავდა:

• კვლევას კლიენტსა და სამშენებლო კომპანიას შორის დადებული ხელშკერულების შესახებ
• კვლევა კლიენტის მიერ მოტანილ ყველა დოკუმენტის თაობაზე
• კველვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის კანონიერების მშენებლობის შესახებ
• კვლევა კლიენტის უფლებების შესახებ დაპირებულლ საცხოვრებელ ბინაზე.

შესაგებლის დაწერა სარჩელისათვის

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც სურდა რომ დაგვეწერა შესაგებელი სარჩელზე, რომელიც აღძრული იყო ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ.

კლიენტმა მიიღო შემდეგი წერილობითი კონსულტაცია:

• რა სახის მტკიცებულებები უნდა წარედგინა სასამართლოში, თავისი არგუმენტების სასარგებლოდ.
• როგორ უნდა ჩამოეყალიბებინა შესაგებელში საკუთარი პოზიცია. (მსჯელობა კანონიერი ნდობის პრინციპზე და ა.შ.)
• შესაგებელის წერილობითი ნიმუში.

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისგან გათავისუფლება და სესხის დასაფარად გადაცემული წილის უკან დაბრუნება

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შპს-თან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის დასაფარად მესამე პირისთვის გადაცემული აქვს აღნიშნულ საწარმოში მისი კუთვნილი წილი ისე, რომ წილის დათმობის ხელშეკრულებაში შპს-ს მიმართ სასესხო ვალდებულების შესრულების შესახებ არაფერია აღნიშნული. შესაბამისად, კლიენტს სურდა დაედგინა:

• თავისუფალია თუ არა იგი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის შპს-თვის გადახდის ვალდებულებისგან და რა გზით შეუძლია აღნიშნულის მტკიცება;
• შეუძლია თუ არა მას გადაცემული წილის უკან დაბრუნება.

კლიენტმა მიიღო შემდეგი წერილობითი კონსულტაცია:

• კლიენტსა და შპს-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების სამართლებრივი ანალიზი;
• კლიენტის მიერ მესამე პირისათვის წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლების ანალიზი;
• სესხისა და წილის დათმობის ხელშეკრულებების ნამდვილობისა და ბათილობის სამართლებრივი შედეგები;
• კლიენტის შესაძლო მოთხოვნები შპს-ს მიმართ;
• დავის სასამართლოში მიმართვის გზით გადაწყვეტის შემთხვევაში - შესაძლო სასამართლო ხარჯები

შრომითი და ნასყიდობის ხელშეკრულებების შედგენა

კლინიკას მომართა შპს-ს წარმომადგენელმა. კლიენტს სურდა სტანდარტული შრომითი და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებების შედგენა. მან გაიმარჯვა გარკვეული მუნიციპალიტეტის ტენდერში და ფიზიკური პირისგან შეიძინა მიკროავტობუსი. აღნიშნულ მიკროავტობუსზე მას არ ჰქონია ნასყიდობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი(გარდა ჩეკისა),ისე მიჰყიდა მუნიციპალიტეტს. კლიენტს სურდა ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა სწორედ ამ დაურეგისტრირებელ მიკროავტობუსზე,რომელიც უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო გადასული. რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებას,მისი პირობები კლიენტის სასარგებლოდ და მასთან შეთანხმებით უნდა განესაზღვრათ კლინიკის სტუდენტებს.

კლიენტისთვის მოხდა შემდეგი მომსახურების გაწევა:

• ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა;
• სტანდარტული შრომითი ხელშეკრულების შედგენა,რომლის პირობებიც განსაზღვრეს სტუდენტებმა, კლიენტთან შეთანხმებით.

კვლევა აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით

კლინიკას მიმართა კლიენტმა, რომელსაც სურდა ვალის დაბრუნება და სურდა იურიდიული კონსულტაციის მიღება ზოგადად აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით და მისი სიტუაციის შესაბამისად ყველაზე ოპტიმალურის არჩევა.
კლიენტმა მიიღო შემდეგი სახის მომსახურება:
- აღსრულების მექანიზმების დეტალური მიმოხილვა, მათ შორის, სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე, კერძო აღმასრულებლის მეშვეობით და გამარტივებული წარმოებით;
- კლიენტის სიტუაციის შესაბამისი ყველაზე ხელსაყრელი მექანიზმის არჩევა;
- ზეპირი კონსულტაცია შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ონლაინ მაღაზია და კომპიუტერული პროგრამა

ბიზნეს სამართლის კლინიკის კლიენტს, ჰქონდა ორი ბიზნეს გეგმა, რომლის განსახორციელბლადაც სჭირდებოდა ყველანაირი სამართლებრივი დოკუმენტი. პირველი იდეა იყო ონლაინ მაღაზიის შექმნა, რომელიც გაყიდის საქართველოს მასშტაბით მაღაზიების პროდუქციას თავისი საიტის მეშვეობით და რომლის მომხმარებელიც მხოლოდ საქართველოში მცხოვრები პირები იქნებიან. მეორე ბიზნეს გეგმა კი ითვალისწინებდა კომპიუტერული პროგრამების დამზადების მომსახურებას ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. ჩვენი კლიენტი არის შპს-ს წარმომადგენელი და ორივე ბიზნესის მფლობელი არის აღნიშნული შპს.
პირველ რიგში, ჩვენს კლიენტთან გავაფორმეთ ოფიციალური საკონსულტაციო წერილი, რომლიც ადასტირებს, რომ ჩვენი კლინიკა უწევს იურიდიულ დახმარებას ჩვენს კლიენტს. ორივე ბიზნეს გეგმისთვის შევქმენით საერთო აუცილებელი ხელშეკრულება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს შორის, რომელიც დაარეგულირებს ნებისმიერ ურთიერთობას პარტნიორებს შორის, და რომელიც არამხოლოდ ამ ბიზნეს გეგმებისთვის არამედ სამომავლოდაც აუცილებელი ხელშეკრულებაა შპს-ს არსებობისთვის.

პირველი ბიზნეს გეგმისთვის კი ჩვენ შევქმენით შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტები:

1) საიტის გამოყენების პირობები, რომელიც არის სტანდარტული ხელშეკრულება საიტის მომხმარებელსა და ონალინ მაღაზიის მფლობელ შპს-ს შორის და რომელზეც ავტომატურად თანხმდება საიტის მომხმარებელი, როდესაც იგი სარგებლობს ონლაინ-მაღაზიით.
2) მომსახურების ხელშეკრულება შპს-სა და იმ მაღაზიებს შორის, რომლების პროდუქციაც გაიყიდება შპს-ს კუთვნილი ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით.
მეორე ბიზნეს გეგმისთვის შევქმენით შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტები:
1) სალიცენზიო ხელშეკრულება კომპიუტერულ პროგრამაზე, რომელიც უნდა დაიდოს შპს-სა და იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს შორის, რომელსაც გადაეცემა ლიცენზია შპს-ს მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამაზე. ( აღნიშნულ ხელშეკრულებას თან ახლავს დანართი, რომელიც შპს-ს დასჭირდება თითოეული კომპიუტერული პროგრამის დეტალური სარგებლობისა და გამოყენების პირობების აღწერისთვის)
2) შრომითი ხელშეკრულება, რომელიც დაიდება შპს-ს მიერ დასაქმებულ პროგრამისტსა და შპს-ს შორის

უძრავი ქონება

კლინიკას მიმარტა კლიენტმა, რომელსაც მრავალბინიან მსენებარე სახლში შეძენილი ჰქონდა ბინა, აღნიშნული ბინა არ იყო დასრულებული, რის გამოც კლიენტი უარს აცხადებდა შენატანის განხორციელებაზე. ხოლო აშენების ვალდებულების მქონე პირი მას სასამართლოს გზით სთხოვდა შენატანის განხორციელებას. კლიენტს სურდა მიეღო იურიდიული კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები და ვალდებულებები ჰქინდა მას.
კლიენტმა მიიღო შემდეგი წერილობითი კონსულტაცია:
1. რა უფლებები გააჩნდა მას მშენებლობის განმხორციელებელი პირის მიმართ;
2. ჰქონდა თუ არა მას რაიმე სამართლებრივი ვალდებულება მშენებლობის განმხორციელებელი პირის მიმართ;
3. რამდენად მომგებიანი იყო მისთვის საქმის სასამართლოში გაგრძელება (სასამართლო ხარჯების და დროის გათვალისწინებით).

კლინიკამ შეადგინა და კლიენტს გადასცა მორიგების პირობები, რომელიც მას მშენებლობის განმხორციელებელი პირისათვის უნდა წარედგინა.

საბანკო „შავი სიიდან" კლიენტის შესახებ ინფორმაციის ამოღება

კლიენტს ჰქონდა აღებული სესხი ავტომობილის შესაძენად, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული ჰქონდა შეძენილი ავტომობილი. კლიენტმა ვერ შეძლო სესხს მომსახურებოდა, რის გამოც გადასცა ავტომობილი ბანკს სარეალიზაციოდ და მისი ვალის დასაფარად.ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იყო საკმარისი ვალდებულების მთლიანად დასაფარად და ვინაიდან, ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების თანახმად ბანკი იტოვებდა შესაძლებლობას მოვალის სხვა ქონებიდან მოეხდინა ვალის ამოღება, ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებითი ურთიერთობა ძალაში დარჩა. კლიენტს დაერიცხა დიდი ოდენობით სესხის პროცენტი და პირგასამტეხლო.
კლინიკს გადაეცა კვლევა იმის შესახებ, რომ ბანკმა ჩამოწეროს კლიენტის დავალიანება და მის შესახებ ინფორმაცია ამოღებულ იქნას ე.წ. „შავი სიიდან" ამისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ბანკის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შესახებ ან სააღსრულებო ცნობა ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ. ბანკს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ ჰქონდა ვინაიდან ბოლო გადახდის თარიღიდან არ იყო გასული სამი წელი.

მომსახურების ხელშეკრულების შედგენა

კლიენტი სამშენებლო კომპანიების დაკვეთით ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. მის მიერ წარმოდგენილი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი იყოს თუ რა სამუშაოებს, რა ვადაში და რა საფასურად შეასრულებს კლიენტი; მომსახურების გაწევისათვის გადასახდელი საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შედეგად მოვალეს დაეკისროს პირგასამტეხლო. ხელშეკრულებაში აგრეთვე აუცილებელია ისეთი პუნქტის გათვალისწინება, რომლითაც დარეგულირდება ისეთი შემთხვევა, რომ თუ დამკვეთი ყოველმიზეზ გარეშე შეწყვეტს ვადაზე ადრე ხელშეკრულებას, მაშინ მან უნდა გადაიხადოს მთლიანი თანხა - გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
კლიენტის დაკვეთით კლინიკამ შეადგინა მომსახურების ხელშეკრულება, რომლშიც გათვალისწინებულ იქნა კლიენტის ყველა წარმოდგენილი მოთხოვნა.

სამედიცინო საქმიანობით მიყენებული ზიანი

ბიზნეს სამართლის კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელმაც ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაიკეთა ოპერაცია, ოპერაციიდან რამდენიმე თვეში კი აღმოაჩინა, რომ ოპერაცია არ ჩატარებულა შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
ჩვენ კლიენტისათვის მოვამზადეთ სამართლებრივი დასკვნა, რომელიც ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
• რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონოდა კლიენტს სამედიცინო დაწესებულებისაგან და როგორ უნდა განეხორციელებინა ეს მოთხოვნა.
• რა მტკიცებულებები იქნებოდა საჭირო კლიენტის მოთხოვნის გასამყარებლად და როგორ უნდა მოპოვებულიყო ასეთი მტკიცებულებები.
• რა ტიპის ხარჯების გაწევა მოუწევდა კლიენტს და რა ვადები უნდა დაეცვა, თუ ის გადაწყვეტდა სასამართლოში დავას.

ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა

კლიენტი წარმოადგენს შპს-ს რომელშიც გაერთიანებულია წიგნის რამდენიმე ავტორი. შპს-ის სახელით იდება გარიგებები წიგნის გადამყიდველებთან. კლიენტს სურდა ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა, რომლითაც განისაზღვრებოდა ნასყიდობის საგნის ფასი, გადახდის თარიღი, გადახდის ვადაგადაცილების შედეგები და ა.შ.
კლიენტის დაკვეთით კლინიკამ შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება ყველა პირობების გათვალისწინებით.

შრომის კანონმდებლობის ანალიზი

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც სჭირდებოდა შრომის კანონმდებლობის ანალიზი. კონკრეტულად კლიენტს ესაჭიროებოდა შრომის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი. ანლიზი გაკეთდა დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის ჭრილში. კონკრეტულად, რა უფლებები და დაცვის მექანიზმები ჰქონდა დასაქმებულს 2013 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქციით და რა სამართლებრივი დაცვა აქვთ მოქმედი რედაქციით. აღნიშნული ანალიზი სჭირდება თავის ბლოგზე სტატის გამოსაქვეყნებლად. შესაბამისად ჩვენ გავუკეთეთ შრომის კანონმდებლობის ანალიზი დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის ჭრილში.

საერთო საკუთრების წილობრივი განაწილება

საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წილობრივი განაწილება კლინიკას კლიენტმა მიმართა, საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მისი წილის გამოყოფასთან დაკავშირებით. კლიენტი ფლობდა მიწის ნაკვეთს ორ თანამესაკუთრესთან ერთად. საჯარო რეესტრში ეს მიწა რეგისტრირებული იყო თანასაკუთრებად, მაგრამ მითითებული არ იყო წილობრივი განაწილება. აგრეთვე ამ თანამესაკუთრეებს გააჩნდათ საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრში სახლზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მითითებული იყო რომელ თანამესაკუთრეს რა წილი ეკუთვნოდა.

კლიენტმა მიმართა კლინიკას შემდეგ საკითხებზე რჩევის მისაღებად:
იქნებოდა თუ არა მართებული, აღიარებითი სარჩელის აღძვრა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, რათა მომხდარიყო საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წილობრივი განაწილება.
კლიენტმა მიიღო შემდეგი სახის მომსახურება:
ჩვენს მიერ მომზადდა საკონსულტაციო წერილი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი,
• რას წარმოადგენს აღიარებითი სარჩელი და რატომ არ იყო მართებული მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელის აღძვრა;
• ვის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო სარჩელის აღძვრა, საქმის სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე;
• იმ სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა მიწაზე არსებული სახლის წილობრივი განაწილება და ის, თუ რამდენად გამომდინარეობდა მოცემული გადაწყვეტილებიდან მიწის წილობრივი განაწილება.

იქიდან გამომდინარე, რომ საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წილობრივი განაწილების შესახებ დავა კერძოსამართლებრივი იყო, შესაბამისად, სარჩელი უნდა აღძრულიყო არა საჯარო რეესტრის, არამედ თანამესაკუთრის წინააღმდეგ.

სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება

კლიენტს მეგობართან ერთად სურდა კოფი დრაივის გაკეთება, რისთვისაც შპს–ს დაარსებას და დროებითი ნაგებობის გაკეთებას აპირებდა. კლიენტს კლინიკისგან შპს–სათვის წესდების შედგენა უნდოდა და აინტერესებდა, დროებითი ნაგებობის დადგმისთვის რა საბუთების არსებობა იყო საჭირო.
კლიენტთან გამართული ინტერვიუს შემდეგ კლინიკამ მუშაობა შემდეგ სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით დაიწყო:
• სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწის შეძენის, ან მასზე სარგებლობის უფლების მოპოვების გზები;
• ნებართვები და ლიცენზიები, რომლებიც სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ყავის ჯიხურის განთავსებისთვის იყო აუცილებელი;
• შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდების შედგენა.
კლიენტმა ყველა წარმოდგენილ საკითხზე დეტალური წერილობითი ანალიზი მიიღო.

სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება

კლინიკას მომართა სტუდენტების ჯგუფმა, რომელთაც სურდათ ბიზნესის დაწყებაში დახმარება. მათ სურდათ, რომ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში განეთავსებინათ შემნახველი საკნები, სადაც სტუდენტები შეძლებდნენ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ საკუთარი ნივთების შენახვას. კლინიკის ფარგლებში კლიენტისათვის დამდაზებული იქნა შემდეგი დოკუმენტები :

1. კომპანიის დაარსებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის კომპანიის წესდება;
2. საგადასახადო მემორანდუმი, სადაც დეტალურად იქნა წარმოდგენილი რა საგადასახადო ვალდებულებები და რისკები შეიძლება ჰქონოდა კლიენტს;
3. იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც კლიენტი იჯარით აიღებდა თავისუფალ უნივერსიტეტში არსებულ ფართს;
4.ხელშეკრულების ტექსტი, რომლითაც კლიენტი ისარგებლედა შემნახველი საკნით.

მოსახურების, იჯარის და შრომის ხელშეკრულებების შედგენა

კლინიკას მიმართა ახლადშექმნილმა შპს-ს დამფუძნებელმა. შპს-ს მიზანი იყო ახალგაზრდული სპორტული ტურების მოწყობა საქართველოს მასშტაბით არასრულწლოვანი მოზარდების მონაწილეობით.
კლიენტს სჭირდებოდა შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტები:
1) მომსახურების ხელშეკრულება, რომლებსაც მოზარდების მშობლებთან გააფორმებდა, 2) იჯარის ხელშეკრულება, 3) შრომის ხელშეკრულება, რომელსაც დადებდა ტურის მზარეულებთან და მოზარდების მწვრთნელებთან, 4) შპს-ს სავაჭრო ნიშნის შემქმნელთან დასადები მომსხურების ხელშეკრულება.
კლინიკამ მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტი. ასევე კლიენტთან გაფორმდა ოფიციალური საკონსულტაციო წერილი, რომლიც ადასტურებდა, რომ ჩვენი კლინიკა უწევს მას იურიდიულ დახმარებას და ამ საკონსულტაციო წერილის ფარგლებში კლიენტს გადაეცა მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტები.

სადაზღვეო დავა

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან სადაზღვევო ხელშეკრულება. კლიენტს სურდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება სადაზღვეო კომპანიისგან, რომელსაც ითვალისწინებდა ამ კომპანიასთან გაფორმებული სადაზღვეო ხელშეკრულება.
კლიენტმა კლინიკისგან მიიღო წერილობითი კონსულტაცია, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
 სადაზღვეო ხელშეკრულების, რომელიც გაფორმებული იყო კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, ანალიზს;
 კანონმდებლობის ანალიზს;
 იმ ხელწერილის სამართლებრივ ანალიზს, რომელსაც ხელი მოაწერეს კლიენტმა და მისმა მეუღლემ იმ პირის სასარგებლოდ, ვინც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა;
 დასკვნასა და რეკომენდაციას ზიანის ანაზღაურების მიღების სამართლებრივ გზებთან დაკავშირებით.

არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნება

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც სურდა არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნება და მომავალი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის შედგენა.
კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, მას წარედგინა შემდეგი წერილობითი კონსულტაცია:
• არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება;
• ვებ-გვერდზე განსათავსებელი სამომხამრებლო ხელშეკრულება;

სარჩელის მომზადება

კლიენტი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა ერთ–ერთ იურიდიულ პირთან, რომელიც არ ასრულებდა სახელშეკრულებო ვალდებულებას და კლიენტს არ უხდიდა თანხას. კლიენტმა მომართა კლინიკას და მოითხოვა ხელშეკრულების მეორე მხარის წინააღმდეგ სარჩელის მომზადება.
კლიენტის თხოვნის შესაბამისად კლინიკამ მოამზადა სარჩელი სასამართლოში წარსადგენად.