ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე
11 მარტი 2015
14 მარტს, 15:00 საათზე, გიწვევთ ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, 200-ე აუდიტორიაში.
სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია საქართველოში წამყვან იურიდიულ ფირმებთან კონსულტაციებისა და მონაწილეობის შედეგად და მისი მიზანია მაგისტრანტებს გაუღრმავოს ბიზნესის სამართლის თეორიული ცოდნა და რაც მთავარია მისცეს აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
თქვენ შეხვდებით სამართლის სკოლის დეკანს, პროგრამის ლექტორებს, რომლებიც ისაუბრებენ სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკის, სასწავლო გარემოს, დასაქმების პერსპექტივებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.