GE

ბლოქჩეინ ევოლუცია, რეალური შესაძლებლობები და ცრუ მოლოდინები

20 აპრილი 2018

კახა ბენდუქიძს საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება თავსიუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულის, თამარ მენთეშაშვილის საჯარო ლექცია - ბლოქჩეინ ევოლუცია, რეალური შესაძლებლობები და ცრუ მოლოდინები.
 
ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს ნდობის მნიშვნელობის რედეფინიცია საჯარო და კერძო სექტორებში. ის არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგია, არამედ აზროვნების ახალი მოდელია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღემდე არსებული მონაცემთა შენახვის, გაცვლისა და კონტროლის ცენტრალიზებული მეთოდებისგან. რამდენადაც ეს იდეა რევოლუციურია, იმდენად ის გამოიწვევს საზოგადოების ფუნქციონირების დღევანდელი მოდელის ტრანსფორმაციას თითქმის ყველა სექტორში. დღეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გარშემო მთელი ინდუსტრიაა შექმნილი, რომელიც მრავალი ახალი Unicorn კომპანიის დაბადების ადგილია. ამავდროულად, კრიპტო ვალუტების პოპულარობამ წარმოშვა ტერმინები "კრიპტოდამოკიდებული" და "კრიპტო-მილიონერი". რა ნაწილებისგან შედგება ბლოკჩეინ ინდუსტრია, ვინ არიან მთავარი ინტერესთა ჯგუფები, საით მიდის ინდუსტრია და რა მოლოდინები არსებობს ამ ინოვაციური სექტორის მიმართ.
 
ლექცია ჩატარდება 23 აპრილს, 18:30 საათზე, კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში.
 
დასწრება თავისუფალია.