ბოლო წვეთი
02 ივლისი 2026
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში დამკვიდრდა წუწაობის ტრადიცია “ბოლო წვეთი”, რომელიც მეოთხეკურსელ სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების ხმაურიანად აღნიშვნის საშუალებას აძლევს. ამ დღეს სტუდენტები ერთმანეთს, ლექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს დაუნდობლად წუწავენ.
წუწაობის ტრადიცია თავდაპირველად თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ESM) ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, ამ ინიციატივას სხვა პროგრამების სტუდენტებიც შეუერთდნენ. დღესდღეობით წუწაობის ტრადიცია უკვე მთლიანად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტური კულტურის ნაწილი გახდა.
წელსაც სტუდენტები პროგრამების მიხედვით სხვადასხვა ფერი მაისურებით, მაისურებზე საგულდაგულოდ შერჩეული წარწერებითა და წყლით სავსე იარაღით შეიკრიბნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში.
2026 წლის წუწაობაზე თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მაისურის ფერების მიხედვით იყვნენ წარმოდგენილი:
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - ლურჯი მაისურები
- საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა - მუქი ვარდისფერი მაისურები
- სამართლის პროგრამა - მუქი ლურჯი მაისურები
- მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა - ღია წითელი მაისურები
- ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა - ფირუზისფერი მაისურები
- შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამა - ღია იასამნისფერი მაისურები
- მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამა - ღია ვარდისფერი მაისურები
- ფიზიკის პროგრამა - ღია მწვანე მაისურები
- ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამა - შავი მაისურები
- არქიტექტურის პროგრამა - მუქი ნაცრისფერი მაისურები
აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები კი შემდეგი ფერის მაისურებით:
- ვეტერინარული მედიცინის პროგრამა - ჭაობისფერი მაისურები
- სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა - ღია ყვითელი მაისურები
- მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა - მუქი წითელი მაისურები
- ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა - იასამნისფერი მაისურები
- მშენებლობის პროგრამა - ნარინჯისფერი მაისურები
- მექანიკის ინჟინერიის პროგრამა - იასამნისფერი მაისურები
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - წითელი მაისურები
- აგრონომიის პროგრამა - მწვანე მაისურები
- ლანდშაფტის მენეჯმენტი, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები
- ბიოლოგიის პროგრამა - ღია ცისფერი მაისურები
- ქიმიის პროგრამა - ყვითელი მაისურები
- თავისუფალი მეცნიერებების პროგრამა - ცისფერი მაისურები