კონკურს Bonum Domum-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
03 მაისი 2023
ყოველწლიურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს, რომელთა გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან.
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში კონკურსის Bonum Domum-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ გადაეცათ სასწავლო გრანტები თავისუფალ უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დასაფინანსებლად:
I პირველი ადგილი დაიკავა ალექსანდრე დოლაქიძემ, რომელსაც გადაეცა 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
II მეორე ადგილი დაიკავა ლალი ნოზაძემ, რომელმაც მოიპოვა 1 600-ლარიანი სასწავლო გრანტი
III მესამე ადგილი ერგო დავით ნემსაძეს, რომელსაც გადაეცა 1 200-ლარიანი სასწავლო გრანტი
კონკურსის მიზანია, ერთი მხრივ, მონაწილეებმა გააცნობიერონ როგორ მუშაობს შენობის ინტეგრირებული საინჟინრო სისტემები და, მეორე მხრივ, მოუძებნონ ოპტიმალური გადაწყვეტა კონკურსის დავალებაში მოცემულ სიტუაციებს.