Bonum Domum 2024 წელი ჩატარდა
22 მარტი 2024
თავისუფალმა უნივერსიტეტმა, მისი პარტნიორი კომპანია MEP Trade-ის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი Bonum Domum ჩაატარა კახა ბენდუქიძის კამპუსში.
აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გამოვლინდება კონკურსის სამი გამარჯვებული, რომლებიც MEP Trade-ისაგან მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამაზე სწავლის ვაუჩერს:
I ადგილი - 2 000 ლარი
II ადგილი - 1 600 ლარი
III ადგილი - 1 200 ლარი