კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა კონკურსი Bonum Domum
22 მარტი 2023
აბიტურიენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამით, კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი Bonum Domum.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში და მიიღებენ შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურის ვაუჩერს:
I ადგილი – 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
II ადგილი – 1 600-ლარიანი სასწავლო გრანტი
III ადგილი – 1 200-ლარიანი სასწავლო გრანტი