GE

ბრიტანელი მწერალი სარა ბაუერი კამპუსში

19 მაისი 2015

20 მაისს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში პროექტის Art Weekend ფარგლებში ბრიტანელი მწერალი სარა ბაუერი ჩაატარებს საჯარო ლექციას/წერის ვორქშოპს.

სარა ბაუერს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული თავისი რომანებისა და მოთხრობებისთვის. 2007 წელს რომანისათვის „სისხლიანი ნემსი" მოიპოვა სიუზენ ჰილის პრემია. მეორე რომანი „სიყვარულის წიგნი" (ამერიკული სათაურია „ბორჯიათა ოჯახის ცოდვები") ცხრა ენაზე ითარგმნა და „ტორონტო გლოუბისა" და „მეილის" ბესტსელერი გახდა 2009 წელს. მეოთხე რომანი, „ეროზია" 2014 წელს გამოიცა. მოთხრობები და ესეები კი მრავალგზის დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „MsLexia", „Words Without Borders" და „Asian Cha", ასევე გადაიცა ბიბისის რადიოთი.

დასწრება თავისუფალია.