GE

ბრუნვის რელატივისტური ეფექტები და არაწრფივი პლაზმური მოვლენები მბრუნავ სისტემებში

05 ნოემბერი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორმა პროფესორმა სკოლის დეკანმა ვაჟა ბერეჟიანმა და ამავე სკოლის კოორდინატორმა ზაზა ოსმანოვმა გაიმარჯვეს „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევის კონკურსში“. პროექტის ძირითადი პერსონალი შედგება ოთხი მკვლევარისგან. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი არის პოლონეთის ზელონა გორას უნივერსიტეტის პრორექტორი მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორი გიორგი მელიქიძე, ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან - ზაზა ოსმანოვი, პროექტის მენეჯერი - ვაჟა ბერეჟიანი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ლადო ლაბაძე.

პროექტი, „ბრუნვის რელატივისტური ეფექტები და არაწრფივი პლაზმური მოვლენები მბრუნავ სისტემებში“ გულისხმობს ისეთი ეგზოტიკური ობიექტების კვლევას, როგორებიც არიან სუპერგიგანტური შავი ხვრელები, პულსარები, ორმაგი ვარსკვლავები დ.ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება არა მარტო მაგისტრანტების ჩართვა, არამედ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარჩინებული ბაკალავრიატის სტუდენტებისაც, რომელთაგან უმეტესობა უკვე ჩართულია ანალოგიურ კვლევაში და დიდი წარმატებითაც გამოდის ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციებზე.