„ჩაიპიწიე“ 97 სოკოზე
01 ივნისი 2018
2018 წლის 4 ივნისს, 16:00სთ-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის ორგანიზებით, VAADS-ის მესამე სართულის საგამოფენო სივრცეში ჩატარდება გამოფენა: „ჩაიპიწიე“ 97 სოკოზე.
გამოფენას წარმოადგენენ VAADS-ის მესამე კურსის სტუდენტი, ლიზა ციცქიშვილი და მე-4 კურსის სტუდენტი, მარიამ გოგიჩაიშვილი.
„ჩაიპიწიე“ არ არის მხოლოდ ჩაის სმა, ეს არის თავშყრის ფორმა, როდესაც ადამიანები საუბრობენ, ცვლიან ინფორმაციას და უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს.
„ჩაიპიწიე“ 97 სოკოზე შეიქმნა მიზნით- საგამოფენო სივრცეში მოსული ადამიანების ყურადღება ერთმანეთისკენ იყოს მიმართული და არა მხოლოდ ნამუშევრისკენ.