GE

Cardano Blockchain Tbilisi

21 იანვარი 2019

26 იანვარს, 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდება შეხვედრა - "Cardano Blockchain Tbilisi".
 
ღონისძიების ფარგლებში კამპუსი Input Output Hong Kong (IOHK)-ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან მეცნიერების დოქტორი პიტერ გაზი, მეცნიერების დოქტორი ედსკო დე ვრიესს (Mr. Peter Gaži, PhD And Mr.Edsko de Vries PhD) და Cardano/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი.
 
შეხვედრა ღია ლექციის ფორმატში ჩატარდება, განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.
ლექცია ინტერაქტიული იქნება და შეხვედრის დასასრულს ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
 
კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით / ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით (ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას / სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი. ეს პირველი ბლოკჩინის პლატფორმაა, რომელიც მეცნიერულ მეთოდოლოგიასა  და კვლევებს ეყრდნობა. კარდანოს განვითარების გუნდი შედგება ექსპერტ ინჟინრებისა და მეცნიერ მკვლევარებისგან კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
 
კავკასიაში პირველად შემოდის ამ მასშტაბის ინდუსტრიული ლიდერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. რაც ყველაზე მთავარია, კარდანო ინტერესდება საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან საქართველო  არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ინოვაციური ტექნოლოგიის ბლოკჩეინის აღიარება და ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში.