GE

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები

25 ოქტომბერი 2013

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო პროცესების(European Court of Justice) სიმულაციაა, სადაც სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან. შეჯიბრი ტარდება1996 წლიდან, ყოველწლიურად, კემბრიჯის უნივერსიტეტის და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ეგიდით და მისი ორგანიზატორიაკემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრი. შეჯიბრის უმთავრესი მიზანია ევროპის კავშირის სამართლის სიღრმისეული სწავლადა პოპულარიზაცია.

შეჯიბრი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სიმულაციაში მონაწილე გუნდებს ეძლევათ კაზუსი, რომელიც მათ ევროპისმართლმსაჯულების სასამართლოში უნდა წარმოადგინონ, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარის სტატუსით. განსახილველი კაზუსიეძღვნება ევროპის კავშირის სამართლის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს, რომელზეც აღიარებული პასუხი ჯერ არ არსებობს და პარალელურადმიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები და დებატები. სტუდენტები ხდებიან პროცესის უშუალო მონაწილენი და ეძებენ პასუხებს პრობლემურსაკითხზე მსოფლიოში ცნობილ იურისტებთან ერთად, რომლებიც იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მოსამართლეების როლში გამოდიან.სტუდენტებს აგრეთვე ეძლევათ ის აკადემიური მასალა (ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებები, სასამართლო გადაწყვეტილებები,სამეცნიერო ლიტერატურა), რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ. ამ მასალების საფუძველზე გუნდები ამზადებენ წერილობით სარჩელს, როგორცმოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიციისათვის. წერილობით ნაწილში წარმოდგენილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც, სტუდენტების აზრით,ასაბუთებს თითოეული მხარის სარჩელს. ამ ეტაპის შემდეგ ტარდება ზეპირი მოსმენები, სადაც სტუდენტები გამოდიან როგორც მოსარჩელე დამოპასუხე მხარეთა ადვოკატები სასამართლოს წინაშე. წერილობითი სარჩელების და ზეპირი გამოსვლების შედეგების საფუძველზე ვლინდებაგამარჯვებული გუნდი.

შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობის მიიღების უფლება აქვს შერჩეული 4 საუკეთესო სტუდენტისგან შემდგარგუნდს.

სასარგებლო ბმული: http://www.ceemc.co.uk/

შეჯიბრისათვის სტუდენტთა შერჩევის მიმდინარე სტატუსი: გუნდის დაკომპლექტება დაიწყება მეორე სემესტრში.

იხ. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის შიდა შესარჩევი კონკურსის წესები.

გუნდის მწვრთნელი: სალომე მეუნარგია
საკონტაქტო პირები: სალომე მეუნარგია s.meunargia@freeuni.edu.ge და ანა ქებაძე a.kebadze@freeuni.edu.ge