GE

ცესკო-ს წარმომადგენლების სტუმრობა კამპუსში

11 მაისი 2014

კამპუსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დამცველი რატი იონათამიშვილი და ცესკოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ღია ლექციაზე სტუმრებმა ისაუბრეს შშმ პირთა პრობლემების შესახეებ და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მომავალ არჩევნებზე ეტლით მოსარგებლეებს სპეციალური ავტომობილები მოემსახურებიან, მიიყვანენ უბნამდე და შემდეგ მოაცილებენ სახლში.

ლექციის დროს განხილული იქნა ქვეყანაში არსებული ცუდი და მოურგებელი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სტუმარმა ასევე აღნიშნა, რომ დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი ერთ-ერთია იმ გამონაკლისთაგან, სადაც პანდუსი და ლიფტი სრულად მიესადაგება საერთაშორისო სტანდარტებს.

ლექციის ბოლოს ჩატარდა იმიტირებული ხმის მიცემის პროცესი.