GE

ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარება

02 დეკემბერი 2015

30 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით ჩინელმა პროფესორმა, ლიაო შაოლიენიმ (廖少廉) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარება". გარდა ამისა, მოწვეული სტუმარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთოერთობებს.

ჩინეთში გატარებულმა ახალმა რეფორმებმა და ღია პოლიტიკამ უმნიშვნელოვანესი ძვრები მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. პროფესორმა შაოლიენმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, განვითარების ცვლილებებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და შიდა ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე.

ბატონი ლიაო შაოლიენი არის ეკონომიკის განვითარების პროფესორი სიამენის უნივერსიტეტში (ჩინეთი). მან განათლება მიიღო მსოფლიო გამორჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში: ჭუნგშანის უნივერსიტეტი კუანჭოუში 1960-იან წლებში, შემდეგ მსოფლიო ეკონომიკას სწავლობდა ფუტანის უნივერსიტეტში შანხაიში და განვითარების ეკონომიკას კორნელის უნივერსიტეტში აშშ-ში 1980-იან წლებში. იგი მიწვეული იყო დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, იაპონიის და ევროპის მრავალ წამყვან უნივერსიტეტში. მას ეკუთვნის უამრავი ნაშრომი ეკონომიკური განვითარების შესახებ.