GE

ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი - უკანასკნელი ტენდენციები

20 ნოემბერი 2015

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ღრმა და სერიოზული შესწავლის საგანი გახდა. მსოფლიოს მნიშვნელოვან აქტორ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ნამდვილად არის თანამედროვე ჩინეთი.

როგორია მზარდი გავლენის მქონე ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრინციპები და რა ტენდენციები და მოლოდინები არსებობს ამ მიმართულებით. შეფასებები და საქართველოს ადგილი ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაში.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა ორგანიზებით ლექციას ამ თემაზე წაიკითხავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, სალომე მამალაძე.

20 ნოემბერი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, 415-ე აუდიტორია, 18:30 საათი.