GE

ჩინეთში მარინე ჯიბლაძე დააჯილდოვეს

29 აგვისტო 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორმა, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ პეკინში პრესტიჟული ჯილდო, "ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის" - მიიღო.

მარინე ჯიბლაძე ასევე დაინიშნა პეკინში ჩინური კულტურის კვლევითი ცენტრის კომისიის წევრად.

დაჯილდოვების ცერემონიალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სახლში გაიმართა, სადაც ჯილდოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ლიუ იენტუნგი გადასცემდა.

ცერემონიას ასევე დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის იმყოფებოდა ჩინეთში საქართველოს საელჩოს დესპანი.

მარინე ჯიბლაძე აქტიურადაა ჩართული ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში, ჩინური ენის სწავლებასა და კვლევაში. ამასთანავე, ის უკვე ზედიზედ მეოთხე წელია რაც ჩინეთში საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის "ჩინური ენის ხიდის" ჟიურის წევრია.