GE

ჩინეთში საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მიიწვიეს

03 ივნისი 2015

ივლისში, პეკინში, ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ორგანიზებით გაიმართება XIV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი "ჩინური ენის ხიდი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის.

კონკურსის ჟიურის ერთ-ერთ წევრად უკვე ზედიზედ მესამედ მიწვეულია თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის პროფესორი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, მარინე ჯიბლაძე.

კონკურსი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება, შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარინე ჯიბლაძესთან ერთად ჟიურიში არიან ცნობილი ჩინელი პროფესორები, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიების ტელეწამყვანები და ცნობილი მსახიობები.