GE

ჩინური ახალი წელი კამპუსში

06 თებერვალი 2015

5 თებერვალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრში კონფუცის ინსტიტუტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) ჩინური ენის მიმართულების ორგნაზიებით გაიმართა ჩინური ახალი წლის ფესტივალი.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ჩინური ახალი წლის ტრადიციებს, ჩინურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შესრულებულ მელოდიას, ჩინურ სიმღერებს და პოეზიას. სტუმრებმა იხილეს ცეკვები, ჩინური თეატრალური დადგმები, ჩინური ორთაბრძოლები: უშუ და თაიძიციუანი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინელმა სტუმრებმა და ჩინურ ენასთან და კულტურასთან დაკავშირებულმა ქართველებმა.

ღონისძიების ბოლოს ჩატარდა კონკურსის "რა ვიცით ჩინეთის შესახებ" კონკურსანტების დაჯილდოება.