GE

ჩინური ჩაის დეგუსტაცია

06 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია ჩინური ჩაის შესახებ.

საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოში ჩინური ჩაის სახლის ხელმძღვანელმა და ჩაის კულტურის ქართველმა ექსპერტმა - შოთა ბითაძემ.

მოწვეულმა სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ტრადიციული ჩაის დეგუსტაციის ცერემონია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.