GE

ჩინური ენის ხიდი კამპუსში

15 ივნისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური.

კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტი.

ღონისძიება საქართველოში მეშვიდედ ჩატარდა. კონკურსი შედგებოდა ორი ნაწილისაგან:

· მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე
· კულტურული პროგრამა

კონკურსში გამარჯვებული ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში "ჩინური ენის ხიდის" ფინალურ ტურში, მეორე ადგილის მფლობელი კი ათი დღით გაემგზავრება "ჩინური ენის ხიდის" საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალს.