GE

ჩინური ენის ხიდი

28 მაისი 2013

ოთხშაბათს, 29 მაისს თავისუფალ უნივერსიტეტში კონკურსი „ჩინური ენის ხიდი" ჩატარდება. ეს იქნება მეთორმეტე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური საქართველოში. 

კონკურსი „ჩინური ენის ხიდი" ქართველი ახალგაზრდებისთვუს უკვე წარმოადგენს ჩინური ენის შესწავლის, საკუთარი ნიჭის გამოვლენისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაღრმავებაში, ურთიერთობათა გაუმჯობესებასა და ჩინური ენის პროფესიონალების აღზრდაში.