GE

ჩინური ენის ხიდის კონკურსი სტუდენტებისთვის

28 მაისი 2015

28 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა "ჩინური ენის ხიდის კონკურსი სტუდენტებისთვის".

კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან: ჩინურ ენაზე მოხსენება, კითხვა-პასუხი ჩინეთის შესახებ და შემოქმედებითი ნაწილი.

კონკურსში გამარჯვება მოიპოვა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა, დარინე რაზმაძემ. ის გაემგზავრება ჩინეთში და ჩინური ენის ხიდის ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.