GE

ჩინური ენის ხიდის ქართველი ფინალისტი

21 ივლისი 2016

მარიამ ბერძენიშვილი ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ფინალში გავიდა!

ჩინეთში, გამართულ რიგით მეთხუთმეტე "ჩინური ენის ხიდის" საერთაშორისო სტუდენტური კონკურსზე ფინალურ ტურში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩინეთში ჩასული 146 სტუდენტი.

აქედან 30-მა სტუდენტმა გადალახა რამდენიმე ეტაპი და მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო ოცდაათეულში, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი - თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულების სტუდენტი - მარიამ ბერძენიშვილი.

მარიამი პირველ ტურში ჩინურად სიტყვით წარსდგა, უპასუხა კითხვებს ქვეყანათმცოდნეობიდან და ასევე წარადგინა კულტურული ნაწილი, რისთვისაც მაღალი ქულები დაიმსახურა.

მეორე ტურის წერით ნაწილში მან სწრაფ რეჟიმში უპასუხა ჩინური ენისა და კულტურის შესახებ კითხვებს, მოახერხა დიდი რაოდენობით სხვადასხვა თემატიკის კითხვებზე ზეპირად პასუხის გაცემა და ავტომატურად გადაინაცვლა საუკეთესო 30-ეულში.