GE

ჩინური ფარნების დღესასწაული კამპუსში

05 მარტი 2018

9 მარტს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ფარნების სანახაობაზე.

ფარნების სანახაობრივი (იგივე იუენსიაოს დღესასწაული) და ნათელი ფესტივალი ჩინეთში - ყოველწლიური ტრადიცია, რომლითაც აღმოსავლური ახალი წელი სრულდება. მილიონობით ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში ბრუნდება, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს და მონაწილეობა მიიღოს კარნავალებში, მსვლელობებსა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში.
ახალი წლის დადგომას ჩინეთში ორი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იმართება მასკარადები და ბაზრობები. ფარნების ფესტივალი - ეს დღესასწაულის დასკვნითი ეტაპია და მისი ყველაზე ნათელი და სანახაობრივი ნაწილიც. ხალხური თქმულებების თანახმად, პეტარდების აფეთქების ხმა ბოროტ სულებს აფრთხობს.
ჩინური კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს წელს გეძლევათ შანსი თავადაც შეუერთდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულში.

მობრძანდით, დაესწარით ღონისძიებას, დააგემოვნეთ ჩინური, ტრადიციული ნუგბარი, მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებებსა და ვიქტორინებში და მოიგეთ პრიზები.

იხ. ფბ ივენთი.